Saturday, August 10, 2013

პროექტი

პროექტის სახელი:  ვინ არის ილიას განდეგილი?
პროექტის იდეა: ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილის" ანალიზის დროს მოსწავლეების აზრი გაიყო ორად: ნაწილი ამართლებდა განდეგილს, ნაწილი კი არ ეთანხმებოდა წუთისოფლისგან ,,გაქცეულ''  ადამიანს. მოსწავლეებმა მთხოვეს მეტი დრო მიმეცა , რათა უფრო არგუმენტირებული ყოფილიყო მათი მოსაზრებები.გადავწყვიტეთ  გაგვეკეთებინა ამ თემაზე პროექტი.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაიყოფიან ორ ჯგუფად, დამოუკიდებლად მოიპოვებენ ინფორმაციას ბეთლემის გამოქვაბულისა და, ზოგადად,  განდეგილი მამების ცხოვრების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: გამოიყენებენ ფოტო მასალას, სხვადასხვა ისტორიულ წყაროებს, ტექსტიდან ამოკრებენ საკვანძო საკითხებს. მოიპოვებენ ინფორმაციას ,,განდეგილობის'' ,როგორც სულიერების გზის შესახებ.  გაიხსენებენ ჰაგიოგრაფიიდან მამათა ცხოვრებას(გრიგოლ ხანძთელი) ,  ერთი ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას განდეგილის გასამართლებლად, ხოლო მეორე ჯგუფი გასამტყუნებლად.
პრეზენტაციებიდან კარგად უნდა ჩანდეს არგუმენტები,მოსაზრებები, დასკვნები და ა.შ
პროექტის მიზანი : მოსწავლეებს განუვითარდეთ  კვლევა-ძიების, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სათანადოდ გამოყენების უნარჩვევები. შეძლონ მოპოვებული ინფორმაციების სწორად, გააზრებულად და გასაგებად მიწოდება აუდიტორიისათვის.
მონაწილეთა ასაკი: მე-11 კლასი
პროექტის ვადები|ხანგრძლივობა:1კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები: პრეზენტაციას აკეთებს ორივე ჯგუფის წარმომადგენელი თანმიმდევრობით ,თითოეულს დაეთმობა 15-15 წთ. შემდეგ იმართება დისკუსია: მიღებული ინფორმაციის ანალიზი-შეფასება,პროექტის სტუმარი  მოძღვარი მამა იოანე ატარებს მინი-ლექციას აღნიშნულ თემაზე.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია-გეოგრაფია:იგებენ როდის და საქართველოს რომელ კუთხეში ჩამოყალიბდა პირველად სამონასტრო კომპლექსები, ასურელი მამების შემოსვლა საქართველოში.
რელიგია და კულტურა: განსაზღვრავენ განდეგილობის მიზანს, არსს, ისაუბრებენ ჩვენი დროის განდეგილი მამების შესახებ..
პროექტის ავტორი: ნატო გაბიძაშვილი
ელფოსტა:natozorzoliani@gmail.com


:
I ჯგუფის პრეზენტაცია



II ჯგუფის პრეზენტაცია